- პროზელიტი
- ბერძნული სიტყვაა და მომდინარეობს ძველი აღთქმის ბერძნული თარგმანიდან (,,სეპტუაგინტადან”). პროზელიტი ბიბლიაში აღნიშნავს იმ ადამიანს, ომელიც არ არის მკვიდრი ანუ წარმოშობით იუდაელი (ებრაელი), მაგრამ ცხოვრობს მის საზოგადოებაში, მიღებული აქვს წინდაცვეთა და ასრულებს მოსეს რ ჯულს. ერთხანს იგი და მისი შთამომავლები ინარჩუნებენ თავიანთი წარმოშობის ხსოვნას, რომ ისინი სისხლით და ხორცით არ ეკუთვნიან ისრაელიანებს, მაგრამ დროთა ვითარებაში ხსოვნა იკარგება და საბოლოოდ, ხდება მათი ინტეგრაცია ხალხის სხეულთან და სულთან.Source: თავისუფლება №9(21)სექტემბერი - [თავისუფლების ინსტიტუტი],-2003წ.
Georgian encyclopedia. 2013.